კატალოგი
შემწვარი ქაშაყი
| ბეჭდვა |
ქაშაყი გავასუფთავოთ, თითოეული გავჭრათ სიგრძეზე, მსუბუქად მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი და ორივე მხრიდან წავუსვათ მდოგვი. ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ სუხარში. სალა დავჭრათ კუბიკებად და გამოვადნოთ, მიღებულ ცხიმში შევწვათ ქაშაყი ორივე მხრიდან. სუფრაზე მივიტანოთ კარტოფილის სალათასთან ან პიურესთან ერთად.
მასალა:
8 ცალი საღი ქაშაყი
75 გრამი სალა
3 სუფრის კოვზი ფქვილი
3 სუფრის კოვზი დანაყილი ორცხობილა (სუხარი)
ძმარი
მდოგვი, მარილი
პოპულარული რეცეპტი

დავჭრათ ხორცი კუბიკებად (3x3 სმ), ჩ...

ოთხი ცალი კვერცხი მთლიანად კარგად ა...

მურაბის ტაშტში ჩავყაროთ შაქარი, დავ...

სოკო დავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, დ...

წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი და მ...

მცენარეული ზეთი გავაცხელოთ, მჟავე კ...


