კატალოგი
ბოზართმა ქათმის ან სხვა ფრინველის ხორცისაგან
| ბეჭდვა |
კარგად გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველის ხორცი მოვშუშოთ საკუთარ წვენში; ალყად დაჭრილი ხახვი ცალკე ტაფაზე მოვხრაკოთ იმავე ფრინველის ქონსა და ცოტაოდენ ერბოში.
მოხრაკული ფრინველის ხორცი ამოვიღოთ ლანგარზე და ზედ მოვაყაროთ მოხრაკული ხახვი. სუფრაზე ცალკე მიოვიტანოთ დანაყილი ნიორი და ქინძი ძმრით.
მასალა:
ფრინველი
ხახვი - 4-5 მოზრდილი თავი
ერბო - 50 გრამი
ნიორი, ქინძი, ძმარი, მარილი, გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გადარჩეული, გარეცხილი ჭინჭარი მოვხა...

ლობიოს გასუფთავებული ღერები დავტეხო...

ძროხის ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერ...

მოვხარშოთ ღომი ჩვეულებრივი წესით; მ...

ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, და...

მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით, ...


