კატალოგი
ჰაეროვანი ღვეზელი ყველით
| ბეჭდვა |
კარაქის, ფქვილისა და რძისაგან მოვამზადოთ სოუსი, დავამატოთ ყველი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ვაცალოთ მასას შეგრილება. ცალკე გავთქვიფოთ კვერცხის გულები და ცილა და დავასხათ დარჩენილ, შესქელებულ სოუსს. ფორმას წავუსვათ კარაქი, ჩავასხათ შიგნით მასა და 25 წუთით შევდგათ ზომიერად გაცხელებულ ღუმელში, ორთქლიანი ქვაბის ზემოდან. როდესაც მასა გამაგრდება, ცეცხლი გამოვურთოთ და ღვეზელი ღუმელში კიდევ 10 წუთით დავტოვოთ.
მასალა:
2-3 პორციაზე
2 სუფრის კოვზი კარაქი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
¾ ჭიქა რძე
½ ჭიქა გახეხილი ყველი
2-3 ცალი კვერცხი
პილპილი, მარილი
პოპულარული რეცეპტი

ხაჭოს ხინკლის ცომი მზადდება იგივე წ...

ბრინჯი გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვათავ...

წითელი მოცვი შევურიოთ პირშუშხას (გე...

წითელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ...

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მ...

კვერცხის გულები კარგად გავთქვიფოთ შ...


