კატალოგი
ცხვრის ხორცი შამფურზე ნივრის საწებლით
| ბეჭდვა |
ხორცის მცირე ნაჭრები ჩამოვაცვათ შამფურზე ხახვის ნაჭრებთან ერთად, კარგად მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევწვათ. ხორცთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ ნივრის სოუსი, რომლის მოსამზადებლადაც უნდა ავურიოთ 10 ცალი გახეხილი ნუშის მარცვალი, 2 სუფრის კოვზი რბილი პურის მარცვლები, ½ ჭიქა მცენარეული ზეთი, 1 კვერცხის გული, ½ ლიმონი, მარილი. ნიორი, ნუში და პურის მარცვლები დავნაყოთ, დავუმატოთ კვერცხის გული და მუდმივი მორევისას თანდათან ვამატოთ ზეთი. ბოლოს დავამატოთ მარილი და ლიმონის წვენი. დავდგათ ცივ ადგილას.
მასალა:
500 გრამი ცხვრის ან ღორის ხორცი
მრგვალად დაჭრილი ხახვი
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

ფორთოხალი გავფცქვნათ, დავჭრათ თხელა...

გასუფთავებული, გარეცხილი და მარილმო...

ყავის მარცვალი მოვხალოთ ნელ ცეცხლზე...

მწვანე ლობიო მოვხარშოთ ზემოაღნიშნულ...

კვერცხები ავთქვიფოთ, დავამატოთ გახე...

6 კვერცხის დიდხანს ვთქვიფოთ 1 ჩაის ...


