კატალოგი
ინდაურის საცივი აჭარულად
| ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური მოვათავსოთ ქვაბში და მთლიანად მოვხარშოთ. ნახარშს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე დავნაყოთ ნიგოზი, ჩავალესოთ კვერცხის გული (ვლესოთ კარგა ხანს). შემდეგ ამაშივე ავურიოთ კარგად დანაყილი ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა და გავხსნათ ინდაურის ნახარშში. მოხარშულ ინდაურს მოვაყაროთ მარილი, გავაცივოთ, დავჭრათ და მოვასხათ გამზადებული, გაციებული წვენი.
მასალა:
ინდაური
ხახვი - 400 გრამი
ნიგოზი - 4 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 3 ცალი
ნიორი, წიწაკა, ხმელი სუნელი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ყველა პროდუქტი კარგად ავთქვიფოთ სათ...

ქაშაყი კარგად დავალბოთ და თითო გავყ...

ცხვირს ხორცი დავჭრათ 2 სმ სიგრძის დ...

სოუსის ყველა კომპონენტი ერთმანეთში ...

ცოცხალი თევზი გამოვშიგნოთ, მოვაშორო...

ხაჭო გავწუროთ საცერში, შევურიოთ კვე...


