კატალოგი
ყვითელი ქლიავის მურაბა
| ბეჭდვა |
ყვითელი ქლიავი (ძალიან მწიფე არ უნდა იყოს) გავრეცხოთ, ალაგ-ალაგ ჩავჩხვლიტოთ წვრილი ჩხირით და ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში; ცალკე ჭურჭელში მოვხარშოთ სიროფი შაქრითა და წყლით; ცხელი, მოხარშული სიროფი დავასხათ ქვაბში მოთავსებულ ქლიავს და მეორე დღემდე გავაჩეროთ. მეორე დღეს ქლიავი ამოვალაგოთ; სიროფი დავდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ; მერე შიგ ისევ ქლიავი მოვათავსოთ და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.
მასალა:
ყვითელი ქლიავი - 1 კილოგრამი
შაქარი - 1 კილოგრამი
წყალი - ¾ ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი

მეოთხედ ჭიქა მაგარ ჩაის დავამატოთ მ...

სალათისათვის საჭირო ჭურჭელს წავუსვა...

ალუბალი გადავარჩიოთ და კარგად გავრე...

კარგად გარეცხილი ცხვრის ან ბატკნის ...

ყველა სახის მწვანილი წვრილად დავჭრა...

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ...


