კატალოგი
ტორტი ნიგვზიანი (მეორენაირად)
| ბეჭდვა |
2 ცალი კვერცხის გავთქვიფოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად. შევურიოთ 2 სადლის კოვზი თაფლი, 2 ჩაის ჭიქა თბილი რძე და ავთქვიფოთ; ჩავყაროთ სოდა - გახსნილი ძმარში, ვანილი, 4 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი, გავყოთ სამ ნაწილად და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ.
ფირფიტებს წავუსვათ კრემი, დავალაგოთ ერთმანეთზე. ზემოდან დავფაროთ შოკოლადის მინანქრით.
კრემი მოვამზადოთ შემეგნაირად: მიქსერით კარგად გავთქვიფოთ 300 გრამი კარაქი, თანდათან შევაზილოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის ჭიქა არაჟანი, 1 ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი.
მასალა:
კვერცხი - 2 ცალი
შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა
თაფლი - 2 სადილის კოვზი
რძე - 2 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩიას კოვზი
ძმარი - 1 სადილის კოვზი
კარაქი - 300 გრამი
არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ბრინჯი კარგად გავრეცხოთ რამდენიმეჯე...

კარაქი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს...

სუპისა და კომპოტის გარეშე...

კურდღლის ხორცი დავჭრათ პორციებად, დ...

ერბოში მოვხრაკოთ ალყა-ალყა დაჭრილი ...

პამიდვრები ჩავჭრათ ჯვარედინად და მო...


