კატალოგი
ფენოვანი ნამცხვარი
ერთნახევარი ჩაის ჭიქა ცივი წყლით, 1 სუფრის კოვზი ძმრით, 2 კვერცხის გულითა და 100 გრამი მარგარინით მოვზილოთ რბილი ცომი. მოვამზადოთ გულ შემდეგნაირად: 750 გრამი მარგარინი ავზილოთ ერთნახევარ ჩაის ჭიქა ფქვილთან ერად; გავყოთ ოთხ ნაწილად. ცომი გავაბრტყელოთ და ზედ ოთხადგაყოფილი გულის ერთი ნაწილი მოვათავსოთ. მერე დავახვიოთ რულეტივით და კვლავ გავაბრტყელოთ. ორჯერ გაბრტყელების შემდეგ ეს ცომი ჩავდოთ ცელოფანის პარკში და შევდოთ მაცივრის საყინულეში 30 წუთით. როცა გამოვიღებთ, კვლავ გავაბრტყელოთ, დავადოთ "გულის" მესამე ნაწილი; ისევ გავაბრტყელოთ, დავადოთ "გულის" მეოთხე ნაწილი და კვლავ გავაბრტყელოთ. ყოველი გაბრტყელებისას ცომი საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა გაბრტყელდეს, ე. ი. ჯერ სიგრძეზე, მერე სიგანეზე (სულ ოთხჯერ); ისევ შევდოთ მაცივარში 30 წუთით. მაცივრიდან მეორედ გამოღების შემდეგ ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად, გავაბრტყელოთ და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ. ფირფიტები გავაგრილოთ, შემდეგ ეს ფირფიტები შევაერთოთ მოხარშული კრემის საშუალებით. მასალა: მარგარინი - 850 გრამი კვერცხი - 2 ცალი ფქვილი - რამდენიც დასჭირდება ძნარი - 1 სუფრის კოვზი წყალი - 1,5 ჩიას ჭიქა ცალკე მასალა მოხარშული კრემისათვის