კატალოგი
შემწვარი კალმახი ბროწეულის წვენით
ბეჭდვა |
ახალი, წითელწინწკლებიანი კალმახი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები, გავრეცხოთ ცივ წყალში, გავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი. მუცელი ამოვუვსოთ უმი კვერცხით, კარაქით, კანგაცლილი, თხლად დაჭრილი ლიმონით და ახალი ტარხუნის ნაზავით. მუცელი დავუხუროთ, ზევიდან წავუსვათ არაჟანი და დავდოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე. როდესაც ორივე მხრიდან შეიწვება, მოვათავსოთ ლანგარზე და დავამშვენოთ ოხრახუშის ფოთლებით. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ბროწეულის წვენი - შეზავებული ახალი ქინძითა და მარილით.
მასალა:
კალმახი - 1 კილოგრამი
კარაქი - 100 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
ბროწეულის წვენი - 1 ჩაის ჭიქა
ქინძი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
ლობიო ვხარშოთ დარბილებამდე, დავდგათ...
ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ცხ...
3 ცალი კვერცხის გული კარგად გავთქვი...
სწრაფად მოვზილოთ ცომი და 30 წუთით მ...
6 ცალი კვერცხის ცილა გავთქვიფოთ; თა...
ნიახური და ვაშლი დავჭრათ წვრილ კუბი...