კატალოგი
ნამცხვარი ვაშლით (”ბანანი”)
ბეჭდვა |
200 გრამი კარაქი და 2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი შევაზილოთ ერთმანეთს, დავასხათ ერთი ქილა არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი; მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი, მივცეთ ძეხვის ფორმა და დავჭრათ 28 ნაწილად. თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ზედ გულსართი, შევახვიოთ, მივცეთ ბანაბის ფორმა, დავალაგო ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში. როცა გამოცხვება, ცხელსავე დავაცრათ შაქრის პუდრა.
გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
ავიღოთ 7-8 ცალი ვაშლი (უმჯობესია "ანტონოვკა", ან რბილი ჯიშის ვაშლი), გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, დავუმატოთ 200 გრამი ხაჭო, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი, ავურიოთ კარგად და ისე გამოვიყენოთ.
მასალა:
კარაქი - 200 გრამი
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
არაჟანი - 1 ქილა (200 გრამი)
სოდა - 1 ჩაის ჭიქა
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ვაშლი - 7-8 ცალი
ხაჭო - 200 გრამი
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
ხახვი წვრილად დავჭრათ, ნიორი დავნაყ...
რუსული სალათა...
მუხუდო გავარჩიოთ, გავავლოთ ცივ წყალ...
კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე; თან...
წითელი ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი ...
ქათამი ან იხვი კარგად გავასუფთავოთ,...