კატალოგი
ხვეული კექსი (მეორენაირად)
| ბეჭდვა |
2 კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, თანდათანობით შევურიოთ ერთი კოლოფი შესქელებული რძე, თან სულ ვურიო, დავამატოთ სოდა გახსნილი ძმარში, ვანილი, ნახევარი ჩაის ჭიქა კარტოფილის ფქვილის ნარევი, ავურიოთ და დავასხათ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როცა გამოცხვება, წავუსვათ რომელიმე ხილის ჯემი და გადავახვიოთ (რულეტივით). იმ შემთხვევაში თუ კექსი კრემით გვინდა, გამოცხობის შემდეგ დავაფაროთ მარლა, გადავახვიოთ და როცა გაცივდება მოვაცალოთ მარლა. წავუსვათ კრემი და გადავახვიოთ. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
მასალა:
კვერცხი - 2 ცალი
შესქელებული რძე - 1 კოლოფი
ფქვილი - 0,5 ჩაის ჭიქა
კარტოფილის ფქვილი - 0,5 ჩაის ჭიქა
სოდა, ძმარი, ვანილი - გემოვნებით
ცალკე მასალა კრემისათვის ან რომელიმე ხილის პიურე
პოპულარული რეცეპტი

ხორცი გავრეცხოთ, ჩავდოთ ცივ, ოდნავ ...

ორი სუფრის კოვზი თაფლი ჩავდოთ ქვაბშ...

მოვამზადოთ ისეთივე ცომი, როგორც ტაფ...

ქათამი ან იხვი კარგად გავასუფთავოთ,...

მწყემსის სამყოფელში...

თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭრილი მსუ...


