კატალოგი
კნედლიკები ღვიძლით
| ბეჭდვა |
პური დავჭრათ კუბიკებად. ღვიძლი, სალა, ხახვი და მწვანილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და შევურიოთ პურის კუბიკებს. რძეში გავხსნათ ფქვილი, კვერცხი; მიღებული მასა დავასხათ პურის კუბიკებს და 20 წუთი თავდახურული გაავჩეროთ. შემდეგ სურვილისამებრ მოვაყაროთ ოხრახუში და მოვასხათ ლიმონის წვენი, დავუმატოთ მარილი. ამ მასისაგან მოვამზადოთ "კლიოცკი", მსუბუქად ამოვავლოთ ფქვილში და ჩავუშვათ მსუბუქად დამარილებულ წყალში.
მასალა:
400 გრამი თეთრი პური
250-300 გრამი ღვიძლი
50 გრამი სალა
1 თავი ხახვი
ლიმონის ცედრა
მარილი
¼ ლიტრი რძე
1 ცალი კვერცხი
65 გრამი ფქვილი (შეიძლება კარტოფილის)
პოპულარული რეცეპტი

კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად. ვაშლი ...

გასუფთავებული, გარეცხილი, მსუქანი ქ...

კურდღელი გავატყავოთ, გამოვაცალოთ ში...

კომბოსტო სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ...

იქ, სადაც კერძებს ნაკვერჩხალზე ამზა...

3 ჭიქა წყალში მოვხარშოთ ბრინჯი. გას...


