კატალოგი
ნამცხვარი ვაშლით (მეორენაირად)
ბეჭდვა |
3 ცალი კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; დავუმატოთ 1 ქილა მაიონეზი, ნახევარი ჩაის ჭიქა არაჟანი, სოდა - გახსნილი ძმარში, დავაყაროთ 1,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ცოტა ფქვილი, დავდოთ ცომი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. 10-15 წუთის შემდეგ, როცა ნამცხვარი ყვითელ ფერს მიიღებს, დავალაგოთ გათლილი და თხელ ნაჭრებად დაჭრილი "ანტონოვკას" ან რომელიმე რბილი ჯიშის ვაშლი. 3 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ, თანდათან დავამატოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და გავაგრძელოთ თქვეფა. მიღებული ბეზეს მასა დავასხათ ვაშლს, შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ. როცა ბეზე ვარდისფერი გახდება, ნამცხვარი მზად არის.
მასალა:
კვერცხი - 3 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
მაიონეზი - 1 ქილა
არაჟანი - 0,5 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 1,5 ჩაის ჭიქა
ვაშლი - 5-6 ცალი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
პოპულარული რეცეპტი
კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ...
კიტრი გავთალოთ, დავჭრათ საშუალო ზომ...
ქვაბში ჩავასხათ 1 ლიტრი მარილიანი წ...
სატაცური გავასუფთავოთ, მოვხარშოთ მა...
თევზის ფილე გავატაროთ ხორცსაკეპ მან...
ხაჭოს ხინკლის ცომი მზადდება იგივე წ...