კატალოგი
რუსეთი
ბეჭდვა |
"აბა ვნახოთ, რა არის გემრიელი მენიუში!?"
რომელ ტურისტს არ უგრძვნია პირველი დღის სასიამოვნო დაღლილობა, განსაკუთრებით კი სლავური ანბანის სიძნელეებთან შეჯახების შემდეგ. სამხარი, პირველი, მეორე კერძი...
"დაძაბული ვეძებ სანატრელ სიტყვებს "თევზი, სუპი, მწვადი, ჩაშუშული", თუ მენიუში ამ სიტყვებს ვპოულობ, მაშინ გადარჩენილი ვარ. უბრალოდ შემიძლია თითი დავადო რომელიმე მათგანის სახელწოდებას და დარწმუნებული ვიქნები რომ მივიღებ იმ კერძს, რომელზეც მაქვს გარკვეული წარმოდგენა. აი ისიც, შესანიშნავი ჩაშუშული, რომელსაც შემიძლია გემო გავუსინჯო." ასე აღწერს თავის პირველ ვიზიტს საბჭოთა კავშირში მწერალი კარლ ხაინც იაკობსი. სწორედ მაშინ შეემთხვა მას სალათასთან დაკავშირებული "უბედური შემთხვევა".
"ერთხელ რესტორანში მაგიდას ვუზივარ, ჩემს პირდაპირ მჯდომი მეზობელი კი სალათას მიირთმევს. ასეთ სალათას მხოლოდ მოსკოვში თუ ნახავთ. ბუნებრივია, რომ საშინლად მომინდა მისი გასინჯვა და კიდევ ერთხელ ვუხმე ოფიციანტს. მენიუში, რა თქმა უნდა, ამ კერძის სახელწოდებას ვერ ვიპოვიდი, ამიტომ უბრალოდ მივანიშნე ჩემი მეზობლის თეფშზე და შემდეგ საკუთარ თავზე. ოფიციანტი გაოცებით მიყურებს და უარის ნიშნად თავს აქნევს. მე კი პასუხად ენერგიულად ვიქნევ თავს და ისევ ვანიშნებ, რომ მეც ვაცხადებ პრეტენზიას იგივე კერძზე, შემდეგ ჩემს ჟესტს ვიმეორებ, ვუთითებ სალათაზე და შემდეგ საკუთარ თავზე. ოფიციანტი პასუხად ისევ კატეგორიულად აქნევს თავს. ახლა უკვე ჩემი მაგიდის მეზობელიც აქცევს ყურადღებას ჩვენს დიალოგს. ოფიციანტი და მეზობელი ერთმანეთს უყურებენ. "როგორც იქნა" - ვფიქრობ მე - "ახლა ნამდვილად მივიღებ ამ კერძს", ო, გაღიმება მეხერხება, ვიღიმები და კვლავ ვუთითებ სალათაზე და შემდეგ საკუთარ თავზე. მეზობელი გაოგნებული სახით მიყურებს, მხრებს იჩეჩავს და უხეშად მიდგამს წინ ბედკრულ სალათას. ოფიციანტი და მეზობელი კვლავ ერთმანეთს უყურებენ და თითქოს შეეგუენო მომხდარს, ისევ იჩეჩავენ მხრებს. მე ვგრძნობ რომ ვწითლდები და სალათის ჯამს განზე ვწევ, მაგრამ ჩემი მეზობელი მას ისევ ჩემსკენ აჩოჩებს, მე კი უკან ვუბრუნებ. ოფიციანტს სახე ეღუშება, ის გადაჭრით მიდგამს წინ სალათის თეფშს და მუქარით აღსავსე თვალებით მიყურებს. მაგიდის მეზობელი დგება და ნაჩქარევად ასწორებს ანგარიშს, მე კი კიდევ დიდხანს ვუზივარ ნახევრად შეჭმული სალათის თეფშს და სევდიანად განვიხილავ გონებაში იმას, რა გავაკეთე ისევ არასწორად."
პოპულარული რეცეპტი
ერთი, ორი, სამი - არა, უფრო მეტი!...
ღვიძლი დარბილებამდე ვხარშოთ მცირე რ...
სიმწიფეში შესული საღი, მწვანე პამიდ...
ვარდკაჭაჭა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ,...
1,5 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა ჩავყაროთ...
ლობიო მთელი ღამით დავდგათ წყალში, შ...