კატალოგი
ჯონჯოლის მწნილი
| ბეჭდვა |
შევარჩიოთ ქორფა ჯონჯოლი, გაუშლელი ყვავილებით, გავარჩიოთ, მოვაშოროთ უვარგისი მაგარი ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, შემდეგ გავწუროთ და ჩავუშვათ სუფთა კასრში, ან ქილაში. მოვაყაროთ მარილი, შემდეგ მეორე პირი ჯონჯოლი, და განვაგრძოთ ასე, თან მრგვალი ხით მაგრად უნდა ვტენოთ ქილაში, სანამ არ გაივსება ქილა. ზემოდან დავაფაროთ ალუბლის ფოთლები, მოვუკრათ ქილას თავი და შევინახოთ გრილ ადგილას. ერთი კვირის შემდეგ ვნახოთ თუ ჯონჯოლი აკლია, დავამატოთ, მოვაყაროთ მარილი და მოვუკრათ თავი.
მასალა:
ჯონჯოლი - 1 კილოგრამი
მარილი - 25 გრამი
პოპულარული რეცეპტი

ქვაბში ჩავასხათ რბილი რძე და გავხსნ...

გადარჩეული, გარეცხილი ბოლოკის ფოთოლ...

საშუალო ოდენობის მსუქანი ბატი ნაჭრე...

ფაიფურის ცეცხლგამძლე ჭურჭელს შიგნიდ...

ხაჭოს ხინკლის ცომი მზადდება იგივე წ...

ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთალოთ, დავჭ...


