კატალოგი
მწვანე პამიდვრის მწნილი
| ბეჭდვა |
შევარჩიოთ სიმწიფეში შესული პამიდვრები, მოვაშოროთ ყუნწები და გავრეცხოთ ცივ წყალში. კასრში, თიხის ან მინის ჭურჭელში ჩავაფინოთ გათუთქული ოხრახუშისა და ნიახურის ფოთლები; შემდეგ ჩავაწყოთ პამიდვრები და შიგადაშიგ ჩავამატოთ გათუთქული ნიახურისა და ოხრახუშის ფოთლები, კამა, დაჩეჩქვილი ნიორი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი. ამრიგად ჩაწყობილი პამიდვრებით გავავსოთ ჭურჭელი და დავასხათ მარილით შეზავებული მოდუღებული და გაციებული წყალი, ისე რომ პამიდორს ფარავდეს. დავახუროთ თავი, დავადოთ სიმძიმე და დავდგათ გრილ ადგილას.
მასალა:
პამიდორი - 1 კილოგრამი
ნიახური - 300 გრამი
ოხრახუში - 200 გრამი
კამა - 100 გრამი
ნიორი - 50 გრამი
დაფნის ფოთოლი - 3 გრამი
წყალი - 750 გრამი
წიწაკა - 10 გრამი
პოპულარული რეცეპტი

კვერცხი შევურიოთ შაქარს და კარგად ა...

150 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ...

ქორფა ბადრიჯანს (თესლიანი არ უნდა ი...

გადარჩეული, გარეცხილი ლეღვი მოვათავ...

1 ½ ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი და ...

ფქვილი მოვხრაკოთ კარაქში ღია-ყვითელ...


