კატალოგი
ტორტი ”მაიკო”
ბეჭდვა |
5 ცალ კვერცხის გულს დავუმატოთ 5 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი და კარგად ავთქვიფოთ; დავამატოთ 200 გრამი არაჟანი, 5 სადილის კოვზი ფქვილი და მიქსერით კარგად გავთქვიფოთ. მიქსერით გავთქვიფოთ 5 კვერცხის ცილაც, დავამატოთ 3 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი; როცა კარგად გამაგრდება ნელ-ნელა ჩავსხათ ცომში და კარგად ავურიოთ.
ყალიბს წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ წმინდად დაფქვილი ორცხობილა, ფრთხილად ჩავასხათ ცომი და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად (25-30 წუთი). ტორტი კარგად უნდა ამოვიდეს და როცა ყალიბის ნაპირებს მოცილდება, მაშინ იქნება მზად.
როცა გაცივდება, გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ნებისმიერი ნაყენით (ჩაისა და კონიაკის ნარევი, ყავის ნაყენი, ლიმონის წვენი, ჩაის ნაყენი, რომელიმე ესენციის გამოყენებით), წავუსვათ შუაში კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდანაც წავუსვათ კრემი და მოვრთოთ რომელიმე მურაბით, ან მოვაყაროთ ევრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზისა და დაფხვნილი შოკოლადის ნარევი. კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 200 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამდე. 2 კვერცხისაგან გავაკეთოთ გოგლ-მოგლი, დავამატოთ ვანილი და შევათქვიფოთ კარაქს.
მასალა:
კვერცხი - 7 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
კარაქი - 200 გრამი
არაჟანი - 200 გრამი
ფქვილი - 5 სადილის კოვზი
• ვანილი, ნაყენი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქან...
ხახვი დავჭრათ 1 სმ სიგრძის ნაჭრებად...
ძროხის ან ცხვრის გარეცხილი ხორცის რ...
მოვზილოთ სქელი ცომი, გადავაფაროთ სვ...
გავაცხელოთ ცხიმი, მოვხრაკოთ მასში ხ...
ოთხი კვერცხის გულს თანდათან მოვასხა...