კატალოგი
თეთრი ლობიო ფლორენციულად
ბეჭდვა |
ცივ წყალში დავდგათ ლობიო და დავტოვოთ მთელი ღამით. მეორე დღეს დამბალ ლობიოს დავამატოთ ზეთი, დასრესილი ნიორი, სალბი, დაჭრილი პამიდორი და მსხვილად დაჭრილი ნიახური, დავამატოთ მარილი და პილპილი, ქვაბი მსუბუქ ცეცხლზე დავდგათ. ლობიოს ხარშვის დრო დაახლოებით 2 საათია. კერძი სუფრაზე პირველ თავ საჭმელად უნდა მივიტანოთ.
მეორე დღეს იტალიელები იმავე კერძს მეორე თავ საჭმელად მიირთმევენ გაცხელებულ მდგომარეობაში. ამისათვის ზეთში უნდა მოვშუშოთ სალბის რამოდენიმე ფოთოლი, 1 კბილი ნიორი და როზმარინის პატარა ტოტი. თუ ნივრისაგან კერძი ფერს დაკარგავს, დავამატოთ ½ სუფრის კოვზი ტომატი. ეს სოუსი გადავურიოთ ლობიოში და ვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში. სუფრაზე თეთრ პურთან და წითელ ღვინოსთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
500 გრამი თეთრი ლობიო
2 სუფრის კოვზი ზეთი
2 კბილი ნიორი
სალბის პატარა ტოტი
1 ცალი პამიდორი
1 ნაჭერი ნიახური
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი
ვიჩინა, ნიახური და ხახვი გავატაროთ ...
გასუფთავებული, გამოშიგნული ქაშაყი გ...
ერთ ჭიქა ანადუღარ ცივ რძეში ჩავსხათ...
ქათმის და ღორის ხორცი გავატაროთ ხორ...
რუსული სალათა...
გასუფთავებული სატაცური მოვხარშოთ მა...