კატალოგი
ტორტი ატმით
ბეჭდვა |
15 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად, ისე, როგორც ზემოთ არის აღწერილი, თანდათან ვამატოთ 2,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, კვერცხის გული და ვთქვიფოთ დიდხანს. დავუმატოთ 2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და ფრთხილად ავურიოთ. ყალიბს წავუსვათ ცხიმი და გამოვაცხოთ ბისკვიტი.
კრემის მომზადების წესი:
4 კვერცხის გულისა და 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ ნახევარი ცაის ჭიქა ფქვილი და კარგად ავურიოთ. დავასხათ 1 ლიტრი რძე, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაციოთ და შევათქვიფოთ 200 გრამი კარაქი.
ატმის მომზადების წესი:
წინა საღამოს გავფცქვნათ ატამი, დავჭრათ სიბრტყეზე, მოვაყაროთ 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი და ასე დავტოვოთ. დილით გადავწუროთ ატამი და მიღებული წვენის ნაწილი მოვასხუროთ შუაში გაჭრილი ბისკვიტის ქვედა ფენას, წავუსვათ კრემი, დავალაგოთ გაწურული ატმები, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, მოვასხუროთ დარჩენილი წვენი, დავალაგოთ ატმები და წავუსვათ კრემი. ზემოდან მოვრთოთ კრემით, ან დავალაგოთ ატმები და მოვაყაროთ მოხალული ნიგოზი. გვერდზე წავუისვათ კრემი და მოვაყაროთ ნიგოზი.
მასალა:
კვერცხი - 19 ცალი
შაქრის ფხვნილი - 5 ჩაის ჭიქა
რძე - 1 ლიტრი
კარაქი - 200 გრამი
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
ატამი - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი
ფქვილის, კარაქის, კვერცხისა და მარი...
მოვზილოთ საფუარიანი ცომი როგორც ზემ...
ნეკერჩხალი და კენკრა...
კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭრება...
ხორცი, ქაშაყი და მოხარშული კარტოფილ...
ცხარე და ტკბილი წიწაკა გავარჩიოთ, თ...