კატალოგი
ახალი (მწვანე ტყემლის საწებელი)
| ბეჭდვა |
ახალი, მწვანე ტყემალი გადავარჩიოთ, ყუნწები მოვაცილოთ, გავრეცხოთ; დავასხათ იმდენი წყალი, რომ ფარავდეს, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება, გადავწუროთ, წვენი შევინახოთ, ტყემალი გადავიტანოთ საწურზე, გავხეხოთ, იმ შემთხვევაში თუ ტყემალი სქელი გამოვიდა, დავამატოთ წვენი (სასურველ სისქემდე). ახალი მწვანილი - ქინძი, ცერეცო, კამა, ომბალო, ოხრახუში გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ნიორი, წიწაკა და მარილი დავნაყოთ სანაყში, ყველაფერი კარგად ავურიოთ. თუ ტყემალი ძალიან მაჟავე გამოვიდა, დავამატოთ 2 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი, ჩავასხათ სატყემლეში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
პოპულარული რეცეპტი

ფქვილისაგან და ½ სუფრის კოვზი ზეთის...

ახალი, ან დაკონსერვებული ატმის ნაჭრ...

კომბოსტო დავჭრათ თხელ ზოლებად, მოვა...

მთელი სუკი გავრეცხოთ, მოვაშოროთ ძარ...

კიტრის მწნილის მოსამზადებლად შევარჩ...

ხორცი გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, დ...


