კატალოგი
ვიჩინა ვირჯინიულად
ბეჭდვა |
ვიჩინას ჩავუმაგროთ მიხაკები, მოვათავსოთ ტაფაზე, დავამატოთ ცოტა წყალი, მოვაყაროთ ცოტა შაქარი (ან 1 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვისა და 2 სუფრის კოვზი შაქრის ნაზავი). მომზადებული ვიჩინა შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და ვწვათ საშუალო ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში. დროდადრო ვასხათ წვისას გამოყოფილი წვენი. ხორცთან ერთად შეგვიძლია ვწვათ შუაზე გაჭრილი ხილიც, რომლებიც კერძს უფრო დახვეწილ გემოს შესძენენ. წვისაგან დარჩენილი წვენი ცალკე მივიტანოთ სოუსის ჭურჭლით, თუ საჭიროა, შეგვიძლია ის მცირე რაოდენობის წყლით გავაზავოთ.
მუხუდო მოვშუშოთ მცირე რაოდენობის წყალში, შევურიოთ სალას შებრაწული კუბიკები, სალასგან გამოყოფილი ცხიმი კი გადავასხათ. შემდეგ დავამატოთ ნაღები და მოვაყაროთ პილპილი და მარილი. ამ კერძთან ერთად სუფრაზე შემწვარი კარტოფილიც მივიტანოთ.
მასალა:
6 პორციაზე
750 გრამი ვიჩინა
1-2 სუფრის კოვზი შაქარი
8 ცალი მიხაკი
2 ჭიქა მუხუდო
2 ნაჭერი სალა
1/8 ჭიქა ნაღები
მარილი, პილპილი
2-3 ცალი ატამი ან მსხალი
პოპულარული რეცეპტი
5 მთლიანი კვერცხი ერთ ჩაის ჭიქა შაქ...
კარგად გასუფთავებულ გოჭს ამოვაცალოთ...
კოლრაბი გავასუფავოთ, ფრთხილად მოვაშ...
მთელ-მთელი ბადრიჯანი შევწვათ, მოვაც...
10 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრე...
ხორცი მოვათავსოთ დიდი ზომის ქვაბში....