კატალოგი
წიწილა კვერცხში
ბეჭდვა |
წიწილა გავასუფთავოთ, მოვაშოროთ კანი და ძვლები და მოვხარშოთ მისგან ბულიონი, რომელიც უნდა ამოშრეს ¼ ლიტრამდე. უმი ქათმის ხორცი დავჭრათ თხელ ზოლებად და შევბრაწოთ გაცხელებულ მცენარეულ ზეთში ღია-მოყავისფრო ფერის გაჩენამდე, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სოკო და მუხუდო, მოვაყაროთ მწვანილი, მარილი, შაქარი და ვშუშოთ მზადყოფნამდე. შემდეგ დავამატოთ ღვინო. ბულიონი გავაციოთ. კვერცხი კარგად ავთქვიფოთ და დავაამტოთ ბულიონს, დავამატოთ სხვა პროდუქტები და ყველაფერი გადავანაწილოთ 4 პატარა ჯამში, ჯამები მოვათავსოთ ცხელი წყლით სავსე დიდ ქოთანში და შევდგათ ღუმელში, რომ კვერცხის მასა გამაგრდეს. სუფრაზე მაშინვე მივიტანოთ ყიყლიყოსთან ერთად.
მასალა:
1 - 1 ½ წიწილა
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ან კარაქი
½ თავი ხახვი
1 მუჭა თეთრი სოკო ან შამპინიონი
1/3 ჭიქა მწვანე მუხუდო
1 სუფრის კოვზი მწვანილი
1 არასრული ჩაის კოვზი შაქარი
3-4 ცალი კვერცხი
3 სუფრის კოვზი დესერტის ღვინო
მარილი
პოპულარული რეცეპტი
კარაქი და ქონი გავადნოთ, ვაცალოთ ცო...
ერბო-კვერცხი მოვათავსოთ თეფშზე, მოვ...
1 სუფრის კოვზი ჟელატინის ფხვნილი ჩა...
თევზი გავრეცხოთ, დავჭრათ თითის სისქ...
ხბოს ხორცი და წყალში კარგად დამბალი...
წითელი მოცვი შევურიოთ პირშუშხას (გე...