კატალოგი
კნედლიკები ხელსახოცში

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ავთქვიფოთ კვერცხის გულები, დავამატოთ რძე, მარილი გემოვნებით, ფქვილი, ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა, დავამატოთ ცოტა მარილი და მოვზილოთ ცომი. ხელსახოცი დავასველოთ ცივ წყალში, გავწუროთ და გავახვიოთ მასში ცომის ნაჭერი, გავუკეთოთ ორი კვანძი, 2 სმ-ს მანძილზე ერთმანეთისაგან. ცომი ჩამოვკიდოთ მდუღარე წყლიანი ქვაბის ზემოთ ჯოხზე, ან გრძელტარიან ხის კოვზზე, ისე დავამაგროდ, რომ ჩამოკიდებული იყოს, მაგრამ წყალში არ უნდა სველდებოდეს. 20 წუთი ხარშვის შემდეგ მოვუშვათ ქვედა კვანძი, რომ ცომი გაფუვდეს. ხარშვა უნდა გავაგრძელოთ ¾ საათის განმავლობაში. შემდეგ ხელსახოცის შიგთავსი ამოვიღოთ და თხელი ძაფით მაშინვე დავჭრათ ზოლებად.
მასალა:
250 გრამი ფქვილი
4 ცალი კვერცხი
1 ჭიქა რძე
მარილი
პოპულარული რეცეპტი

ვარდკაჭაჭა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ,...

წითელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ...

4 კვერცხისა და 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნ...

4 კვერცხის გული გავთქვიფოთ ერთ ჭიქა...

რძე, კვერცხები, შაქარი და ფქვილი კა...

4 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ, ...