კატალოგი
ტორტი ”იდეალი” (უნიგვზოდ)

ბეჭდვა ![]() |
![]() |
სამი მთლიანი კვერცხი ავთქვიფოთ ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; დავმატოთ ორი სუფრის კოვზი თაფლი, 50 გრამი დარბილებული კარაქი, 2 ჩაის ჭიქა ფქვილი, ცოტა მარილი, სოდა - გახსნილი ძმარში, ვანილი.
წინასწარ ავადუღოთ წყალი თასში ან დიდ ქვაბში; შიგ ჩავდგათ ჭურჭელი რომელშიც მოთავსებულია ტორტის მასა; გავაჩეროთ ცხელ ორთქლზე ხუთი წუთი და თან ვურიოთ, სანამ კარგად გათბება.
თბილი ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე და კარგად დავზილოთ. გავყოთ 6 თანაბარ ნაწილად და თხელი ფენები ცალ-ცალკე გამოვაცხოთ კარაქწასმულ თუნუქის ფირფიტაზე.
როცა ფირფიტები გაცივდება, წავუსვათ კრემი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 300 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ, დავასხათ 1 ქილა შესქელებული რძე და გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ კრემი ჰაეროვანი არ გახდება. ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი ფირფიტა.
მასალა:
• კვერცხი - 3 ცალი
• შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
• თაფლი - 2 სუფრის კოვზი
• კარაქი - 350 გრამი
• პურის ფქვილი - 2,5 ჩაის ჭიქა
• სოდა - 1 ჩაის კოვზი
• ძმარი - 1 სუფრის კოვზი
• შესქელებული რძე - 1 კოლოფი
• მარილი, ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

3 კვერცხის გულს დავაყაროთ 1,5 ჩაის ...

კარგად გასუფთავებული და თბილ წყალში...

ცოცხალი, წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთ...

რძის ნაწარმი...

ხორცი დავჭრათ კუბიკებად და მოვხრაკო...

კურდღელი გავატყავოთ, გამოვაცალოთ ში...