კატალოგი
ხორცი ლობიოთი იტალიურად
ხორცი დავჭრათ კუბიკებად და მოვხრაკოთ დაჭრილ ხახვთან და პამიდორთან ერთად. როდესაც ხორცი ნახევრად მზად იქნება, დავამატოთ დატეხილი ლობიოს ღერები, დავასხათ ცხელი წყალი, დავამატოთ მარილი და პილპილი და დავდგათ მოსაშუშად ნელ ცეცხლზე. სოკო დავჭრათ ნაჭრებად, ვშუშჴთ დარბილებამდე, დავამტოთ ტომატ-პასტა, კვერცხი და არაჟანი, დავაყაროთ ფქვილი, ცოტა ხანს კიდევ ვშუშოთ. შემდეგ ავურიოთ სოკო ლობიოსთან ერთად, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ცოტა ხნით შევდგათ ღუმელში, რომ კერძი გამოცხვეს. მასალა: 500 გრამი ცხვრის ან ღორის ხორცი 500 გრამი მწვანე ლობიო 250 გრამი თეთრი სოკო 2 თავი ხახვი 2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა 4 ცალი ცოცხალი პამიდორი 1 ცალი კვერცხი 1 ჩაის კოვზი ფქვილი ცოტა არაჟანი ½ ჭიქა გახეხილი ყველი მარილი, პილპილი