კატალოგი
ნამცხვარი ”ციყვი”
ბეჭდვა |
200 გრამი კარაქი და 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. სათითაოდ დავუმატოთ 5 კვერცხი, დავასხათ ერთი ქილა არაჟანი, ძმარში გახსნილი სოდა, მარილი, ვანილი, 2,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, კარგად ავურიოთ; მიღებული მასა დავასხათ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ ნელ ცეცხლზე. როცა შეგრილდება, დავჭრათ ჩაის ჭიქით. მორჩენილი ნაჭრები ისევ შევდგათ გამოსაცხობად, რომ გამოვიყენოთ დასაფშვნელად და ნამცხვარზე მოსაყრელად.
ჭიქით გამოჭრილი ნაჭრები გავჭრათ ჰორიზონტალურად, წავუსვათ ვაშლის პიურე ან კრემი, შევაერთოთ და ზემოდანაც წავუსვათ იგივე. მოვაყაროთ დაფხვნილი მასა და შაქრის პუდრა.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, სამი სუფრის კოვზი პურის ფქვილი გავხსნათ თბილ რძეში და ნელ-ნელა ჩაავსხათ ადუღებულ რძეში, შევდგათ ცეცხლზე და განუწყვეტელი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, ვადუღოთ 5-10 წუთი. შევაგრილოთ, შევაზილოთ 100 გრამი დარბილებული კარაქი და ცოტა ვანილი.
მასალა:
კარაქი - 300 გრამი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 5 ცალი
არაჟანი - 1 ქილა
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
რძე - 1 ლიტრი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
მარილი, ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
კატლეტები ამოვავლოთ ფქვილში და ვწვა...
ავიღოთ ორი წილი მწიფე ტყემალი და ერ...
კარგად გავთქვიფოთ კვერცხი შაქრის ფხ...
ბოლოკი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და გ...
თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გა...
მურაბის ტაშტში ჩავასხათ წყალი, ჩავყ...