კატალოგი
გველთევზა მწვანილით
გველთევზა კარგად გავასუფთავოთ, გავაცალოთ კანი, დავჭრათ თევზი ნაჭრებად. გახეხილი ხახვი მოვშუშოთ კარაქში მწვანილთან ერთად, დავუმატოთ 1-2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, შემდეგ დავამატოთ  მომზადებული გველთევზა-ის ნაჭრები, დავამატოთ პილპილი, მარილი, ზირა, დაფნის ფოთოლი, დავასხათ ღვინო და თავდახურული ვშუშოთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოვიღოთ გველთევზის ნაჭრები, დავალაგოთ თეფშზე. კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გულები, ნაღები და კარტოფილის ფქვილი, დავამატოთ დარჩენილი ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი, ყველაფერი ერთად ავთქვიფოთ და მივიყვანოთ მასა დუღილამდე, მხოლოდ არ უნდა ავადუღოთ. სოუსი დავასხსათ გველთევზას, გავაფორმოთ კერძი ლიმონის მსხვილი ნაჭრებით და მოვაყაროთ ოხრახუში. სუფრაზე ცივი უნდა მივიტანოთ. მასალა: 750 გრამი გველთევზა 50 გრამი კარაქი 3 სუფრის კოვზი გარეცხილი, დაჭრილი მწვანილი (ძირითადად იყენებენ ოხრახუშს, მწვანე ხახვს, კამას, ისპანახს, ტარხუნას) 1 თავი ხახვი 1 ჭიქა თეთრი ღვინო 1 ცალი დაფნის ფოთოლი 3 ცალი კვერცხის გული ½ ლიმონის წვენი ცოტა ზირა მარილი, პილპილი ერთი ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი 4 სუფრის კოვზი ნაღები