კატალოგი
აჯიკა (მწვანე)
ბეჭდვა |
ცხარე და ტკბილი მწვანე წიწაკა, ქინძის, ოხრახუშისა და ნიახურის გაფოთლილი ღეროები (ნორჩი), ცერეცო და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ დავამატოთ დანაყილი ქინძის თესლი, ღვინის ძმარი, მარილი და კარგად ავურიოთ. მიღებული მასალა მოვათავსოთ ქილაში, ისე, რომ ¾ შეივსოს, მოვუკრათ თავი და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.
ასეთი აჯიკის მომზადება სასურველია ოქტომბრის თვეში.
მასალა:
ცხარე, მწვანე წიწაკა - 1 კილოგრამი
ბულგარული მწვანე წიწაკა - 500 გრამი
ქინძი - 250 გრამი
ოხრახუში - 250 გრამი
ცერეცო - 250 გრამი
ნიახური - 150 გრამი
ქინძის თესლი - 1 სუფრის კოვზი
ნიორი, ღვინის ძმარი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
ორ ჩაის ჭიქა ადუღებულ მარილწყალში ჩ...
მომზადებულ ინდაურს გარედან შევაზილო...
კომში დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, დავას...
პამიდორი გავრეცხოთ და კარგად გავაშრ...
პამიდორი მოვათავსოთ ცხელ ღუმელში, რ...
6 ცალი კვერცხის ცილა გავთქვიფოთ; თა...