კატალოგი
ქათმის ან ვარიის ჩახოხბილი პამიდვრით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. შემდეგ დავაყაროთ სიგრძეზე დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ერთად მოვხრაკოთ. პამიდორი სახეხზე გავხეხოთ (ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში), დავასხათ ხორცს და ვხარშოთ 20-25 წუთი. შევაზავოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილით, წიწაკით და მარილით.
თუ ამ კერძს ზამთარში ვაკეთებთ, პამიდვრის მაგიერ შეიძლება გამოვიყენოთ წყალში გახსნილი პიურე.
მასალა:
ქათამი ან ვარია
ხახვი - 4-5 მოზრდილი თავი
კარაქი ან ერბო - 100 გრამი
პამიდორი - 1 კილოგრამი (პიურე ¾ ჩაის ჭიქა)
მწვანილი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

მწვანე, ტკბილი წიწაკა ჩავყაროთ მდუღ...

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვა...

5 ცალ კვერცხის გულს დავუმატოთ 5 სად...

ვარდკაჭაჭა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ,...

თევზი მოვხარშოთ სულ მცირე რაოდენობი...

ყველაფერი სუპით - ”პანადელი”იწყება...