კატალოგი
ტარატორი - ცივი სუპი კიტრით
| ბეჭდვა |
იოგურტი ავთქვიფოთ რძესთან ან არაჟანთან ერთად, დავუმატოთ მარილი და წიწაკა და სურვილისამებრ, გატარებული ნიორი. განუწყვეტლივ ვურიოთ და ისე ჩავასხათ მიღებულ მასაში ზეთი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი კიტრი და კამა. სუპი დავდგათ სიცივეში. სუფრაზე მიტანის წინ დავამატოთ წვრილად დაჭრილი თხილი. ტარატორი ასევე სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ ყინულის კუბიკებთან ერთად.
მასალა:
2 ბოთლი იოგურტი
¼ ლიტრი რძე ან არაჟანი
4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 ცალი მწვანე კიტრი
2 სუფრის კოვზი კამა
3 კბილი ნიორი
წიწაკა
მარილი
1 მუჭა გასუფთავებული თხილი
პოპულარული რეცეპტი

ყველაფერი ცოტ-ცოტა...

კვერცხის გულები და შაქრის ფხვნილი კ...

გოჭი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავუს...

მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად. ლობიო...

გასუფთავებული, მსუქანი ქათამი დავჭრ...

ფილე დავჭრათ სიგრძეზე, დავბეგვოთ, ზ...


