კატალოგი
სალათა ”ტორტი”
| ბეჭდვა |
ძალიან წვრილად დაჭრილ კომბოსტოს მოვაყაროთ ცოტა მარილი და დავსრისოთ, გავწუროთ, წვენი გადავღვაროთ, კომბოსტო მოვათავსოთ ლანგარზე.
"კრემისათვის" ავურიოთ მაიონეზი და არაჟანი, დავამატოთ შავი პილპილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი.
კომბოსტოს ზემოდან მსხვილ სახეხზე დავახეხოთ მოხარშული კარტოფილი, შემდეგ მოხარშული ჭარხალი, ბოლოს უმი სტაფილო (ყველა ფენას მოვაყაროთ უმნიშვნელო მარილი და წვრილად დაჭრილი კამა). ზემოდან წავუსვათ "კრემის" ნახევარი. შემდეგ ასევე გავიმეოროთ მეორე წყება. დარჩენილი "კრემი" მოვასხათ ჭარხალს. სტაფილოს ბოლო ფენა კი წვრილად დაჭრილი ხახვით, კამითა და რგოლებად წვრილად დაჭრილი კვერცხით მოვრთოთ. ვეცადოთ სალათი ისე ლამაზად გამოიყურებოდეს, რომ ნამდვილ ტორტს ჰგავდეს.
მასალა:
კომბოსტო - 300 გრამი
ჭარხალი - 800 გრამი
სტაფილო - 300-400 გრამი
კვერცხი - 3 ცალი
მწვანე ხახვი - 1 კონა
კამა - 1 კონა
მაიონეზი - 2 ქილა
არაჟანი - 1 ჭიქა
უცხო სუნელი, ქინძი, შავი პილპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ბალბა გავარჩიოთ, გავრეცხოთ და მოვხა...

ნახევარ ლიტრ წყალში გავსხნათ 5 ჩაის...

ფილე დავჭრათ სიგრძეზე, დავბეგვოთ, ზ...

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ, შევ...

ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...

ფქვილის, კვერცხის, 1 სავსე სუფრის კ...


