კატალოგი
ტორტი თაფლის (მეორენაირად)
ბეჭდვა |
3 ცალი კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ 120 გრამი ცხელი თაფლი და ვთქვიფოთ გაციებამდე.
3 კვერცხის გულისა და ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ ნახევარი ჭიქა მანანის ბურღული, შევურიოთ თაფლის მასას, დავამატოთ 50 გრამი დანაყილი ნიგოზი, მიხაკი, დარიჩინი და კარგად ავურიოთ. ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ცოტა ფქვილი, ჩავასხათ ფორმაში, შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე (დაახლოებით 30 წუთი). როცა გამოცხვება თბილი ამოვიღოთ და წავუსვათ მინანქარი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
ერთი კვერცხის ცილა ვთქვიფოთ გათეთრებამდე, ნელ-ნელა შევათქვიფოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და ვთქვიფოთ მანამ, სანამ სქელ მინანქარს არ მივიღებთ.
მასალა:
თაფლი - 120 გრამი
კვერცხი - 4 ცალი
ნიგოზი - 50 გრამი
მანანის ბურღული - 0,5 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი
კარაქი კარგად დავარბილოთ და ავთქვიფ...
კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, და...
გასუფთავებული ხახვის თავები მოვშუშო...
ხორცი წვრილად დავჭრათ. დავამატოთ ხა...
მხატვრული მხარე...
პამიდორი გავრეცხოთ და კარგად გავაშრ...