კატალოგი
ცხვრის ხორცის რაგუ ბერძნულად
| ბეჭდვა |
ხორცი დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მსუბუქად მოვხრაკოთ მცენარეულ ზეთში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. დავამატოთ დასრესილი ნიორი. ყველაფერს დავასხათ ღვინო ისე, რომ დაფაროს ხორცი. დავდგათ მაღალ ცეცხლზე, რომ სითხე ცოტა აორთქლდეს. შემდეგ დავამატოთ დარჩენილი ღვინო, ტომატ-პასტა, ტიმიანი და დაფნის ფოთოლი. თავდახურული ვხარშოთ მზადყოფნამდე დაბალ ცეცხლზე. სუფრაზე მიტანის წინ სოუსს დავამატოთ ფქვილი, ზეთისხილი და გავაჩეროთ 5 წუთი. სუფრაზე შემთბარი ლანგრით მივიტანოთ, რომელსაც წინასწარ შევაზილოთ ნიორი.
მასალა:
500 გრამი ცხვრის ხორცი
1 თავი ხახვი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
½ კბილი ნიორი
1-2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
½ ბოთლი თეთრი ღვინო
½ ჩაის კოვზი ტიმიანი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი, პილპილი
ცოტა ფქვილი
25 ცალი ზეთისხილი
პოპულარული რეცეპტი

კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ; ც...

კობრს გავაცალოთ ქაცვი, გავრეცხოთ, დ...

შიგნეული კარგად გავასუფთავოთ და გავ...

უკეთესი, ვიდრე საკუთარი აღიარება...

ტყის ან მინდვრის მწვანე, ახალი სატა...

200 გრამი კარაქი და 1 ჩაის ჭიქა შაქ...


