კატალოგი
მინდვრის ნაკრები ფხალი ნიგვზით
| ბეჭდვა |
მინდვრის სხვადასხვა სახის ფოთლოვანი ფხალი - ბალბა, ჭინჭარი, თიკნისყურა, ქათანაცარა, ჩიტისთავა და სხვა გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, ჩავყაროთ მდუღარე მარილწყლიან ქვაბში და მოვხარშოთ. მოხარშვის შემდეგ გავწუროთ, კარგად დავკეპოთ და მოვათავსოთ რაიმე შესაფერ ჭურჭელში.
წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ახალი ქინძი, გავხსნათ ძმარში, დავამატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა. კარგად ავურიოთ ფხალში, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი მწვანილი. ასეთი წესით მომზადებული გაზაფხულის ნაკრები ფხალი მშრალი არ უნდა იყოს.
მასალა:
ნაკრები ფხალი - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ნიორი -1-2 კბილი
მწვანილი, ძმარი, მარილი გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

წვრილად დაჭრილი ხახვი შევბრაწოთ კარ...

სალა დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და მსუბ...

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ...

კარგად გარეცხილ 1,5 კილოგრამ ხილს დ...

მწვანე, ტკბილი წიწაკა ჩავყაროთ მდუღ...

ავიღოთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი, გავხს...


