კატალოგი
ტორტი ”ნინო”
| ბეჭდვა |
ორი კვერცხი ცილიანად ავთქვიფოთ, თანდათან ავურიოთ ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი, დავამატოთ თაფლი, სოდა - გახსნილი ძმარში, 3 ჩაის ჭიქა ფქვილი; მიღებული ცომი გავყოთ 4-5 ნაწილად, გამოვაცხოთ ცალ-ცალკე. ფენებს შორის წავუსვათ კრემი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ორი კვერცხის გული გავთქვიფოთ ¾ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან, დავამატოთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი, ვანილი და ფრთხილად ჩავასხათ ცხელ რძეში, თან სულ ვურიოთ. მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევათქვიფოთ 100 გრამი კარაქი.
კრემი წავუსვათ ფენებს შორის, ზედა ფენას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი.
მასალა:
კვერცხი - 4 ცალი
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა
თაფლი - 3 სადილის კოვზი
რძე - 3 ჩაის ჭიქა
კარაქი - 100 გრამი
ნიგოზი - 0,5 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 3,5 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი

150 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ...

მწიფე ტყემალი გადავარჩიოთ, ყუნწები ...

ფილე დავჭრათ სიგრძეზე, დავბეგვოთ, ზ...

წყალში ჩავყაროთ შაქარი და კოჭა და ვ...

ახალი, ან დაკონსერვებული ატმის ნაჭრ...

წინა დღით მოხარშული კარტოფილი გავხე...


