კატალოგი
მოხარშული კარტოფილი ნიგვზით
| ბეჭდვა |
კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ სიგრძეზე ან ოთხკუთხედ ნაჭრებად და მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში.
დავნაყოთ წმინდად ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ზაფრანა, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დაკეპილი ხახვი, კამა, ქინძი, ოხრახუში. ეს მასალა გადავასხათ მოხარშულ კარტოფილს, ფრთხილად ავურიოთ; ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, კამა და სუფრაზე მივიტანოთ.
მასალა:
კარტოფილი - 1 კილოგრამი
ხახვი - 2 თავი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ნიორი - 3 კბილი
ძმარი, მწვანილი, ზაფრანა, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

წინა დღით მოხარშული კარტოფილი გავხე...

რძის ნაწარმი...

შნიცელებს წავუსვათ მარილი, პილპილი,...

კარაქი, ქოქოსის თხილი, კაკაო, შაქარ...

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვა...

მდუღარე წყალში ჩავყაროთ სასმელი ან ...


