კატალოგი
ძროხის ან ცხვრის ხორცის ტოლმა ვაზის ფოთოლში გახვეული
| ბეჭდვა |
ძროხის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ პილპილი, მარილი, კვერცხი, სხვადასხვა მწვანილი და კარგად ავზილოთ.
ვაზის ფოთოლი გავაეჩიოთ, დავასხათ მდუღარე წყალი, წამოვადუღოთ ერთი პირი, ამოვალაგოთ და გავაცივოთ. თითო კაკლისოდენა გამზადებული ხორცი ვაზის ფოთოლში სათითაოდ შევახვიოთ, ცავალაგოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. როცა მოიხარშება, ამოვალაგოთ, დავაწყოთ ლანგარზე, გადავასხათ გათქვეფილი მაწონი ან არაჟანი, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილთან ერთად დანაყილი ნარიჩინი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
მასალა:
რბილი ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 4-5 თავი
მაწონი ან არაჟანი - 500 გრამი
ვაზის ფოთოლი - საჭირო რაოდენობის
მარილი, პილპილი, მწვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ტკბილი წიწაკა დავჭრათ თხელ ზოლებად,...

ღორის ხორცი დავჭრათ კუბიკებად, დავა...

მოვამზადოთ პიურე მშრალი ყვითელი მუხ...

ხორცი დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ ...

გასუფთავებული ბატი ან იხვი დავჭრათ ...

2 კვერცხის და 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხ...


