კატალოგი
ფენოვანი ცომის ტორტი
ბეჭდვა |
გავთქვიფოთ 1 ცალი კვერცხი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა წყალი (ოთახის ტემპერატურის), სამი სუფრის კოვზი ძმარი, სამი სუფრის კოვზი ზეთი, დავაყაროთ სამი ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი; გავყოთ სამ ნაწილად თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 50 გრამი მარგარინი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში (15-20 წუთით). ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ.
გამოვიღოთ მაცივრიდან ერთი ნაწილი, გავაბრტყელოთ, დავდოთ, თუნუქის ფურცელზე და შევდგათ კარგად გახურებულ გაზქურის ღუმელში. 5-10 წუთის შემდეგ სიმხურვალე დავუკლოთ და ასე გამოვაცხოთ სამი ფირფიტა. როცა გაცივდება, წავუსვათ კრემი, ერთმანეთზე დავალაგოთ და ზევიდან მოვაყაროთ გვერდებიდან ჩამონაფხვენი.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
ოთხი კვერცხისაგან (ორი მთლიანი, ორი გული) და ორი ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი; დავამატოთ 5 სუფრის კოვზი ფქვილი, ვანილი, კარგად ავურიოთ და ნელ-ნელა ჩავასხათ ერთ ლიტრ ცხელ რძეში, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. როცა გაცივდება, შევაზილოთ 150 გრამი დარბილებული კარაქი.
მასალა:
კვერცხი - 5 ცალი
მარგარინი - 450 გრამი
კარაქი - 150 გრამი
ზეთი - 3 სუფრის კოვზი
ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა
ძმარი - 3 სუფრის კოვზი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
რძე - 1 ლიტრი
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
ქათმის და ღორის ხორცი გავატაროთ ხორ...
მომზადებული ბატი მოვხარშოთ მსუბუქად...
დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ერბოში. დავ...
კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ...
მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ, მოვათა...
ბრინჯი მოვხარშოთ 3 ჭიქა წყალში ნახე...