კატალოგი
ხაში ცხვრის შიგნეულისა და ჩლიქებისაგან
| ბეჭდვა |
კარგად გასუფთავებული, თბილ წყალში გარეცხილი ცხვრის თავ-ფეხი და კუჭ-ნაწლავი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში. შემდეგ ამოვიღოთ, გავაციოთ, დავჭრათ წვრილად და ისევ ჩავყაროთ თავის წვენში, შევაზავოთ მარილით და ძმრით. ცივ წყალში გახსნილი დანაყილი ნიორი სუფრაზე ცალკე მივიტანოთ.
მასალა:
ცხვრის თავ-ფეხი - 2 კილოგრამი
გასუფთავებული ნაწლავები - 600 გრამი
ნიორი - 7-8 კბილი
ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

2 კვერცხისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფ...

მუხუდო გავარჩიოთ, გავავლოთ ცივ წყალ...

15 კვერცხის გული შაქრის ფხვნილთან ე...

დოში წინა ღამით უნდა დავალბოთ, ხოლო...

გავთალოთ კარტოფილი და ხახვი და მოვხ...

ხახვი წვრილად დავჭრათ, ნიორი დავნაყ...


