კატალოგი
დონატები
ბეჭდვა |
ცხიმი შევურიოთ ნახევარ პორცია შაქარს, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი, დროჟი, მარილი, მუსკატის კაკალი, თანდათან ვასხათ რძე და ასე მოვზილოთ ცომი. ვზილოთ მანამდე, სანამ ცომი არ შეიკვრება და დაფას თავისუფლად არ მოსცილდება, შემდეგ გავაბრტყელოთ თითის სისქის ფირფიტად. ფირფიტიდან თეფშით ამოვჭრათ დიდი ზომის წრეები და თითოეულის შუაში ჭიქით ამოვჭრათ ცომი. შევბრაწოთ კარგად გაცხელებულ ცხიმში. მზა დონატები დავალაგოთ პერგამენტის ქაღალდზე და ზემოდან მოვაყაროთ დარჩენილი შაქარი, რომელსაც წინასწარ შევურიოთ დარიჩინი.
მასალა:
2 ჩაის კოვზი ცხიმი
1 ჭიქა შაქარი
1 ცალი კვერცხი
250 გრამი ფქვილი
2 არასრული ჩაის კოვზი ხელოვნური დროჟი
½ ჩაის კოვზი გახეხილი მუსკატის კაკალი
½ ჭიქა რძე
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
პოპულარული რეცეპტი
გასუფთავებული თევზი დავჭრათ მცირე ნ...
თევზი მოვხარშოთ სულ მცირე რაოდენობი...
ქორფა, თეთრი სოკო გავარჩიოთ სუფთად,...
ხორცი და სალა 2-3-ჯერ გავატაროთ ხორ...
კალმახი გავასუფთავოთ და გამოვრეცხოთ...
უმი და მოხარშული კარტოფილი გავხეხოთ...