კატალოგი
ქათმის კუჭმაჭის ჩიხირთმა
ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი ქათმის კუჭმაჭი თავისი სიმსუქნით ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშულ წვენს მოვხადოთ სიმსუქნე, ჩავასხათ სუფთა ქვაბში, ჩავამატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი, ვშუშოთ და თან ვამატოთ ცოტ-ცოტა ბულიონი თავისი სიმსუქნით, რომ ხახვი არ მიეწვას ჭჲრჭლის ფსკერს. მოშუშულ ხახვში ჩავასხათ გაწურული ბულიონი, ავადუღოთ, მოვათავსოთ შიგ წვრილად დაჭრილი ქინძი. ცალკე ბულიონში გადმოვიღოთ ცოტა წვენი, გავხსნათ შიგ პურის ფქვილი, გათქვეფილი კვერცხის გული, ჩავასხათ ჩიხირთმაში, ჩავყაროთ მარილი და განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას.
სუფრაზე მიტანის წინ დავამატოთ ლიმონის წვენი.
მასალა:
(მასალა აღებულია ერთი ქათმის კუჭმაჭზე, პროპორციულად გაიზრდება შესაბამის რაოდენობაზე)
კუჭმაჭი - 1 ქათმისა
ხახვი - 1 თავი
პურის ფქვილი - 1 ჩაის კოვზი
კვერცხი გული - 1 ცალი
ლიმონის წვენი - 1 ჩაის კოვზი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
2 კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, თანდათ...
ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად. მსუქა...
კვერცხის გულები და შაქრის ფხვნილი კ...
თევზი კარგად გავასუფთავოთ, დავჭრათ ...
ბადრიჯანი ჩავჭრათ სამი-ოთხი სანტიმე...
წვრილად დაჭრილი ვაშლი ჩავყაროთ ტაშტ...