კატალოგი
გულიაში ლობიოსაგან სერბულად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ლობიო დავალბოთ მთელი ღამით. შემდეგ მოვხარშოთ (მაგრამ არ უნდა ჩაიშალოს) მარილიან წყალში, დავამატოთ დაფნის ფოთოლი. ხახვი წვრილად დავჭრათ, ოდნავ შევბრაწოთ ცხიმში, დავამატოთ წითელი პილპილი, ტომატ-პიურე, მაიორანი, დანაყილი ნიორი და დავასხათ მცირე რაოდენობის ლობიოს ბულიონი. შებოლილი ძეხვები თხლად დავჭრათ, დავამატოთ ლობიო (ნახარშის გარეშე) და სხვა სპეციები. დავდგათ მოსაშუშად. ლობიოს მზადყოფნამდე ცოტა ხნით ადრე დავამატოთ წვრილად დაჭრილი წიწაკა და გავაგრძელოთ შუშვა. ვისაც შედარებით ცხარე კერძები მოსწონს, შეუძლია დაამატოს ცხარე წიწაკა.
კერძთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ თეთრი პური და მოხარშული კარტოფილი.
მასალა:
300 გრამი თეთრი ლობიო
1 ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი
2 მსხვილი თავი ხახვი
80 გრამი ცხიმი
1 ჩაის კოვზი წითელი პილპილი
1 სუფრის კოვზი ტომატ-პიურე
1 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი ზირა
ცოტა მაიორანი
2 ცალი შებოლილი ძეხვი
½ ჭიქა წიწაკის მარინადი ან 500 გრამი ცოცხალი წიწაკა
პოპულარული რეცეპტი

წვერა გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუსვ...

დროჟი გავხსნათ თბილ რძეში მცირე რაო...

კაკაო შევურიოთ ნახევარ პორცია ორცხო...

შვრიის ჩავყაროთ მარილიან წყალში, წა...

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი შევბ...

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ...