კატალოგი
ჩეხეთი
ბეჭდვა |
პრაღაში ბევრი ცნობილი რესტორანია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით პოპულარულია, ეს გახლავთ რესტორანი "ჭალასთან". ოდესღაც მისი სტუმარი იოზეფ შვეიკი იყო, აქ იგი მიირთმევდა ღვინოს, რომელიც მასთან რესტორნის მეპატრონეს, პან პალივეცს მოჰქონდა, აქ დააპატიმრა იგი საიდუმლო პოლიციის აგენტმა - ბრეტშნეიდერმა და აქვე დაუნიშნა შვეიკმა შეხვედრა საპერ ვოდიჩკას სიტყვებით - "საღამოს 6 საათზე ომის შემდეგ".
მან, ვინც პირველად ჩადის პრაღაში და სურს გემო გაუსინჯოს ჩეხურ სამზარეულოს, უნდა ისადილოს ძველი ქალაქის რომელიმე პატარა რესტორანში. მას იქ ელოდება სუპი "პანადელი", რომელსაც ასევე "ჩელესტინეს" უწოდებენ. ეს სუპი წარმოადგენს ცხელ ბულიონს, თხელი, დაჭრილი ბლინებით, რომელსაც ბლომად აქვს მოყრილი წითელი და შავი პილპილი. მენიუში ყოველთვის შეხვდებით "ხბოს კუდს პიკანტური სოუსით". ამ სოუსის კომპონენტებია - ხორცის ბულიონი, მწვანილი სუპისათვის, თეთრი ღვინო და წითელი პილპილი. დესერტად კი თქვენ მიიღებთ ყავას - "მოკო" ნაღებით და მუქ ყავისფერ ფრამდე გამომცხვარ საღ ფუნთუშებს, რომელთაც ზემოდან მოსხურებული აქვს გამდნარი კარაქი და ვანილის სოუსი.
ჩეხური სამზარეულო შემოგთავაზებთ განთქმული სუპის - "პანადელის" რეცეპტსაც.
პოპულარული რეცეპტი
უმი ჭარხლის ფოთოლი წვრილად დავჭრათ,...
ფქვილის, შაქრის, მცენარეული ზეთისაგ...
ისპანახი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ვ...
მოვზილოთ ცომი ბლინებისათვის, გავხსნ...
ახალი, საღი პამიდვრები გავრეცხოთ ცი...
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მცირე რაოდე...