კატალოგი
არგენტუნული წიწაკა ქოთანში
ბეჭდვა |
არც ისე თხელი ძროხის ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკებად. სალა და ხახვი დავჭრათ. მცენარეული ზეთი გავაცხელოთ, მოვათავსოთ მასში წვრილად დაჭრილი სალა, ასევე ხახვი და ნიორი. მსუბუქად შევბრაწოთ. შემდეგ შევწვათ ხორცი. დავამატოთ წყალი ისე, რომ თითქმის დაფაროს ხორცი. მოვაყაროთ მარილი, წითელი და შავი პილპილი. დავამატოთ ტიმიანი. ხორცის მზადყოფნამდე ცოტა ხნით ადრე, დავამატოთ რგოლებად დაჭრილი ტკბილი წიწაკა, 15 წუთის შემდეგ კი ქოთანს, რომელშიც კერძი მზადდება შევაზილოთ ლიმონი და შაქარი. კერძი სუფრაზე მივიტანოთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.
მასალა:
750 გრამი ძროხის ხორცი
125 გრამი სალა
5 თავი ხახვი
4 ღერი ტკბილი წიწაკა
1 კბილი ნიორი
½ ჭიქა მცენარეული ზეთი
1 ღერი ტიმიანი
1 სუფრის კოვზი წითელი დანაყილი პილპილი
შავი პილპილი
მარილი
½ ლიმონის ცედრა
2 კუბიკი რაფინირებული შაქარი
პოპულარული რეცეპტი
შაქრის პუდრა, კვერცხს გული და ლიმონ...
კარპი დავყოთ პორციებად, დავასხათ ძმ...
კარაქი და კვერცხი ავთქვიფოთ ერთად, ...
გავთქვიფოთ 1 ცალი კვერცხი, დავასხათ...
სიმწიფეში შესული, საღი მწვანე პამიდ...
მურაბის ტაშტში ჩავასხათ წყალი, ჩავყ...