კატალოგი
ლანგუსტი სიამურად
ბეჭდვა |
ლანგუსტის ხორცი გავავლოთ თბილ წყალში, შევურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი, ძმარი, მცენარეული ზეთი და კოჭა. 1 საათით დავდგათ, რომ მომზადდეს მარინადი. ფქვილის, რძისა და კვერცხისაგან მოვამზადოთ თხევადი ცომი და გავაჩეროთ 1 საათი.
ხახვი წვრილად დავჭრათ, შევურიოთ წვრილად დაჭრილი კოჭა, დავამატოთ ნიორის მთლიანი კბილი და მოვშუშოთ. როგორც კი ხახვი დარბილდება, ნიორი ამოვიღოთ, მასას დავამატოთ ტომატ-პიურე და ავურიოთ, კარგად მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ლანგუსტის ხორცის ნაწილები ოდნავ შევაშროთ. ამოვავლოთ მომზადებულ ცომში და შევბრაწოთ დიდი რაოდენობით კარგად გაცხელებულ მცენარეულ ზეთში და სუფრაზე მაშინვე მივიტანოთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად. სოუსი ცალკე მივიტანოთ.
მასალა:
2 პორციაზე
4 ცალი მოხარშული ლანგუსტის კუდი ან 1 კონსერვირებული ქილა კიბორჩხალა
1 პატარა თავი ხახვი
ძმარი
მცენარეული ზეთი
დანაყილი კოჭა დანის პირზე
1 ცალი კვერცხი
ფქვილი
რძე
პილპილი, მარილი
შანხაის სოუსი
ტომატ-პიურე
3 ცალი საშუალო ზომის ხახვი
1 კბილი ნიორი
მცირე რაოდენობის წვრილად დაჭრილი კოჭა
მარილი, პილპილი
მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი
ვიჩინა წვრილად დავჭრათ, ავურიოთ დარ...
დარჩეულ, მსხვილ, თეთრ ხორბალს დავას...
მოვზილოთ სქელი ცომი ფქვილის, კვერცხ...
ვაშლები გადავარჩიოთ, პატარა ყუნწები...
ქათამი, ინდაური ან ბატი გავასუფთავო...
ხორცი დავჭრათ ძალიან თხელ ნაჭრებად,...