კატალოგი
ნამცხვარი ”ზებრა”

ბეჭდვა ![]() |
![]() |
5 მთლიანი კვერცხისა და ორი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, ფქვილი და კოვზით კარგად ავზილოთ (ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის). ცომი გავყოთ შუაზე. ერთ ნახევარს შევაზილოთ ორი სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი; ყალიბს წავუსვათ კარაქი და რიგრიგობით დავასხათ ჯერ თეთრი ცომი, ზემოდან ყავისფერი, შემდეგ ისევ თეთრი და ასე გავაგრძელოთ, სანამ ცომი დამთავრდება. ყალიბი შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.
როცა გამოცხვება, ზემოდან დავასხათ შოკოლადის მინანქარი ("გლაზური"), რომელიც შემდეგნაირად უნდა მოვამზადოთ: 1 ჭიქა შაქრის ფხვნილს დავამატოთ სამი სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 4 სუფრის კოვზი რძე ან წყალი დავდგათ ცეცხლზე, დავამატოთ 50 გრამი კარაქი, წამოვადუღოთ და ცხელი დავასხათ ნამცხვარს.
მასალა:
კვერცხი - 5 ცალი
შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა
კარაქი - 200 გრამი
არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა
კაკაოს ფხვნილი - 5 სუფრის კოვზი
რძე ან წყალი - 4 სუფრის კოვზი
სოდა, ძმარი, ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში...

რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრ...

გასუფთავებული, გარეცხილი ღვიძლი ერთ...

საშუალო სიდიდის მსუქანი ქათამი ნაჭრ...

ფქვილის, კვერცხის, კარაქის, მარილის...

5 მთლიანი კვერცხი ერთ ჩაის ჭიქა შაქ...