კატალოგი
ინგლისი
ბეჭდვა |
ხშირად გაგვიგია, თითქოს თვითონ ინგლისელები არ არიან კმაყოფილნი საკუთარი სამზარეულოთი. "სამწუხაროდ ფაქტია, რომ ინგლისური სამზარეულო საერთოდ ვერ ერკვევა სოუსებში. როსტბიფს ინგლისელები ყოველგვარი საწებლის გარეშე ამზადებენ. ბიფშტექს იმდენ ხანს წვავენ, რომ ის ფეხსაცმლის ლანჩასავით მკვრივი ხდება. და თუ ისე მოხდა, რომ მისი წვის შედეგად ცოტა წვენი დარჩა, მას გადაასხამენ, რომ პუდინგიც მოამზადონ.
ფარში კი - ინგლისელების ეროვნული კერძი, რომელსაც ისინი დაჭრილი ხორცისაგან ამზადებენ იმდენად უგემურია, რომ მას პილპილის ვერანაირი რაოდენობა ვერ გამოასწორებს. ბოსტნეულისაგან ინგლისელები მხოლოდ თალგამსა და კომბოსტოს სცნობენ, რომელთაც ასევე ძალიან მარტივი წესით ამზადებენ. ისინი ყრიან ამ ბოსტნეულს მდუღარე წყალში და მოხარშვისთანავე სუფრაზე მიაქვთ. სალათის მომზადება კიდევ უფრო ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. სალათის ფოთლებს რეცხავენ და მარილმოყრილს მიირთმევენ."
ამგვარი ირონიით ასკვნის ლონდონის "დეილი ექსპრესი" მკითხველთა გამოკითხვას ინგლისურ სამზარეულოსთან დაკავშირებით.
მაგრამ მართლაც ასეთი ცუდია ინგლისური სამზარეულო? მისი ჭეშმარიტი მცოდნეების პასუხი ასეთია: "ის საკუთარ აღიარებაზე ბევრად უკეთესია".
ინგლისელებს უყვართ ხუმრობა თავიანთი სამზარეულოს თაობაზე. "ჩვენ იმდენივე სახის ფარში გვაქვს, რამდენი მზარეულიცაა ქვეყანაში, - ამბობენ ისინი - არიან როგორც კარგები, ასევე ცუდებიც, ხოლო თუ თქვენ ბედი გაგიღიმებთ და ნამდვილ ინგლისურ როსტბიფს მიირთმევთ, თავადვე მიხვდებით, რატომ არ საჭიროებს იგი სოუსს!" ზემოდან ხრაშუნა კანი, შიგნიდან წვნიანი და ვარდისფერი და არავითარი ცხიმი, რომელიც თეფშზე იქონება - ასეთია ტრადიციული როსტბიფი იორკშირული პუდინგით.
პოპულარული რეცეპტი
3 ჩაის ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი...
ბადრიჯანი გავჭრათ სიგრძეზე ისე, რომ...
ხორცის მცირე ნაჭრები ჩამოვაცვათ შამ...
მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ, გავრე...
მსხვილი, თეთრი ლობიო ჩავდგათ წყალში...
ლობიოს ღერები დავყოთ ნაწილებად და მ...