კატალოგი
ძროხის ხორცის გუფთა
| ბეჭდვა |
მოხარშული ძროხის ხორცი, კარტოფილი, ნიგოზი, ოხრახუში ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, დანაყილი შავი პილპილით, გათქვეფილი კვერცხით და კარგად ავურიოთ. მიღებული მასალისაგან გავაკეთოთ მრგვალი მოყვანილობის ბრტყელი გუფთები, ამოვავლოთ ორცხობილაში და ერბოიან ტაფაში შევწვათ.
სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა.
მასალა:
მოხარშული ძროხის ხორცი - 500 გრამი
კარტოფილი - 2 ცალი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 2 ცალი
ერბო - 3 სუფრის კოვზი
დანაყილი ორცხობილა - რამდენიც დასჭირდება
მწვანილი, მარილი, პილპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

კერძის მომზადების წინა ღამეს ღორის ...

რძე, კვერცხები, შაქარი და ფქვილი კა...

მწვანე, ტკბილი წიწაკა ჩავყაროთ მდუღ...

ბოსტნეული და მწვანილი მსხვილად დავჭ...

ბრინჯი მოვხარშოთ, მუხუდო მოვშუშოთ დ...

შიგნეულს დავასხათ წყალი, მოვაყაროთ ...


