კატალოგი
ქერის სუპი პოლონურად
ბეჭდვა |
ქერის ბურღული მოვხარშოთ წყალში, შემდეგ წყალი გადავასხათ. სუპისათვის საჭირო ბოსტნეული გავასუფთავოთ, წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ხორცის ბულიონში. ხახვი და სოკო ასევე დავჭრათ ნაჭრებად (მშრალი სოკო წინასწარ უნდა მოვხარშოთ), ოდნავ შევბრაწოთ კარაქში და დავამატოთ ბულიონს. კვერცხის გულები შევურიოთ არაჟანს და მცირე რაოდენობის ბულიონს და ჩავასხათ ცეცხლიდან გადმოღებულ სუპში. დავუმატოთ ქერის ბურღული. კიდევ ერთხელ გავაცხელოთ, მაგრამ არ უნდა ავადუღოთ. დავუმატოთ ლიმონის წვენი და მარილი. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.
მასალა:
200 გრამი ქერის ბურღული
1 კონა მწვანილი სუპისათვის
2 სუფრის კოვზი გამომშრალი სოკო
1 სუფრის კოვზი კარაქი
2-3 კვერცხის გული
¼ ჭიქა არაჯანი ან იოგურტი
2 ¼ ლიტრი ხორცის ბულიონი
2-3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
მარილი
პოპულარული რეცეპტი
სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმე...
გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ფრი...
12 კვერცხი ცილა კარგად გავთქვიფოთ მ...
ხორცი დავჭრათ მცირე ზომის კუბიკებად...
ახალი, წითელწინწკლებიანი კალმახი გა...
კვერცხი შევურიოთ შაქარს და კარგად ა...