კატალოგი
მწვანე პამიდვრის მწნილი ბოსტნეულის ჩასართავით
| ბეჭდვა |
შევარჩიოთ სიმწიფეში შესული საღი მწვანე პამიდვრები, მოვაშოროთ ყუნწები; შემდეგ გავრეცხოთ ცივ წყალში და გავჭრათ თითოეული შუაზე მრგვალად ისე, რომ ერთიმეორეს არ მოშორდეს. ამავე დროს გავარჩიოთ და გავრეცხოთ ახალი ქინძი, კამა, ოხრახუში. ნიახურის ფოთლები, მივუმატოთ მწვანე წიწაკა, გარჩეული ნიორი და ყველა ესენი დავკეპოთ ძალიან წვრილად; ამრიგად მომზადებული ბოსტნეულების ჩასართავი მოვათავსოთ სუფთა ჭურჭელში. შემდეგ შუაზე გაჭრილ პამიდვრებს მოვაყაროთ მარილი და ჩავურთოთ ბოსტნეულის მზა ჩასართავი, თითოს დაახლოებით 10 გრამი; შევაერთოთ და ჩავალაგოთ თიხის ან მინის ჭურჭელში, ისე, რომ მთლიანად გაივსოს. დავახუროთ თავი და დავდგათ გრილ ადგილას. პამიდორი თვითონ გამოუშვებს სითხეს იმდენს, რომ დაიფაროს. 10 დღის განმავლობაში იგი უკვე დამჟავდება.
მასალა:
პამიდორი - 1 კილოგრამი
მარილი - 25 გრამი
წიწაკა - 10 გრამი
ნიორი - 50 გრამი
ნიახურის ფოთლები - 100 გრამი
კამა და ოხრახუში - 100 გრამი
ქინძი - 20 გრამი
პოპულარული რეცეპტი

გამოშიგნული, გარეცხილი წვრილი თევზი...

ქაშაყი გავასუფთავოთ, თითოეული გავჭრ...

მთელ-მთელი ბადრიჯანი შევწვათ ნაკვერ...

ავთქვიფოთ კვერცხი შაქრის ფხვნილთან ...

1,5 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა ჩავყაროთ...

200 გრამ მარგარინს დავაყაროთ ორნახე...


